ბათუმი მდებარეობს თბილისიდან 350კმ-ში.შავი ზღვის სანაპიროზე,თურქეთის საზღვრიდან 15კმ-ში.ბათუმი არის მიმზიდველი ქალაქი და პოპულარული კურორტი,ვისაც უყვარს ზღვა და დასვენება.ქალაქის ჩრდილოეთით არსებობს ბოტანიკური ბაღი,რომელიც მდიდარია სუბტროპიკული და ტროპიკული მცენარეებით.ქუჩები და ბაღები გაფორმებულია ისეთი ეგზოტიკური მცენარეებით,როგორებიცაა:პალმები,ბამბუკები,ენკალიპტები,მაგნოლიები და სხვა.
სანახავი ადგილები:ბათუმის თეატრი დაარსდა 1937 წელს,შენობა მეოცე საუკუნის 50იანი წლებს ეკუთვნის და მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია.აქვეა აჭარის სახელმწიფო მუზეუმი და ხელოვნების მუზეუმიც.ამჟამად იქ დაცულია 180-მდე უნიკალური ნივთები და კოლექციაა წარმოდგენილი.განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ოქროს ფონდი,რომელიც 26-მდე ძვირფას ნივთს შეიცავს.აქ ინახება ცნობილი ქართველი მხატვრების:ნიკო ფიროსმანის,ლადო გუდიაშვილის და სხვების ტილოები.
ჩანჩქერები:ისინი ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა.მათ შორის ყველაზე მაღალია მახუნწეთია(20მ),იგი მდინარე მაჭახელადან არის წარმოშობილი.აქ დაშვებულია ბანაობა.
მტირალას მთა:იგი უკვე ნაციონალურ პარკად გამოცხადდა.დაწყებულია სერიოზული სამუშაოები,კოტეჯების,ტურისტული ცენტრებისა და სხვა საჭირო ობიექტების მშენებლობა.
გართობა:გასართობად ბევრი საშუალება არსებობს:დაივინგი,იახტები.1კაცზე 4-5 საათი 20-25 ლარი ჯდება.კატერზე 4საათის გატარება 300 დოლარი ღირს.24საათით დაქირავება 800 დოლარი.ბათუმის ბულვარში უამრავი ახალი ბუნგალოები გაჩნდა,მალე აჭარა მიუზიქ ჰოლიც გაიხსნება.არის კინოთეატრი საქართველო,მოცეკვავე ფრანგული შადრევნები.ბათუმი დასავლეთ საქართველოს ტურისტულ ცენტრად ითვლება.